ფეხბურთი

14:00 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" მოურინიო დაითხოვა

ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა. როგორც „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოსტი დატოვა.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ მოურინიუს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებები ვუსურვოთ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მოურინიო „იუნაიტედს“ 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და 2017 წელს ევროპა ლიგაც მოაგებინა. თუმცა, მიმდინარე სეზონში გუნდი ძალზე წარუმატებლად ასპარეზობს და ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს - ლიდერ "ლივერპულს" 19 ქულით ჩამორჩება.

0.121484