ფეხბურთი

11:23 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიტროვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ლონდონის „ფულემის“ შემტევი, ალეკსანდრ მიტროვიჩი სერბეთის 2018 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - ვკითხულობთ ამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე.

„ეს ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოა, რაც კარიერის განმავლობაში მიმიღია. იმ მონდომებამ, მუშაობამ და დისციპლინამ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ნაყოფი გამოიღო. კარგია, როცა იქ გაფასებენ, სადაც თამაშობ, მაგრამ გაცილებით სასიამოვნოა, როცა ეს სამშობლოში ხდება.“ - განაცხადა მიტროვიჩმა.

წლეულს მიტროვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე იყო. თბილისში მაშინ სერბებმა 3:1 მოგვიგეს და ერთი ბურთი მიტროვიჩმა გაიტანა.

0.122067