ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთში რჩება და მიმდინარე კვირაში ძალებს ნავი მუმბაის 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს.
ბოლქვაძე პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას გაეჯიბრება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალებს უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვასა და ამერიკელ ანასტასია ნეფედოვას შორის უმჯობესთან მოსინჯავს.







