სხვა

18:23 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC 11 რუსი სპორტსმენისგან სოჭი-2014-ის მედლების დაბრუნებას მოითხოვს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 11 რუსს სპორტსმენს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების დაბრუნება მოსთხოვა. დისკვალიფიცირებულთა შორის არიან ის ათლეტები და გუნდურ სახეობებში მათი პარტნიორები, რომელთა მხრიდან ანტისადოპინგო წესების დარღვევა დაადასტურა ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS).

11 სპორტსმენს შორის ორი ოქროს მედალოსანია - ბობსლეისტები ალექსანდრ ზუბკოვი და ალექსეი ვოევოდა, რომლებიც ორ და ოთხადგილიანი ბობებით ასპარეზობდნენ. აქედან გამომდინარე, მედლების დაბრუნება მოუწევს კიდევ ორ მათ თანაგუნდელ - დმიტრი ტრუნენკოვსა და ალექსეი ნეგოდაილოს.

CAS-მა წლის დასაწყისში ნაწილობრივად დააკმაყოფილა 11 რუსი სპორტსმენის აპელაცია, რომლებიც ასაჩივრებდნენ IOC-ის მხრიდან ოლიმპიადებიდან სამუდამოდ მოკვეთას და 2014 წლის თამაშების შედეგების გაუქმებას. შედეგად, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ოლიმპიადებიდან სამუდამო მოკვეთა შეცვალა პიონჩანგი-2018-ზე მათი არდაშვებით, თუმცა სოჭის ოლიმპიადის შედეგების ანულირება ძალაში დატოვა.

www.geonoc.org.ge

0.11715