1971 - დაიბადა იგორ კოკოშკოვი. სერბი საკალათბურთო სპეცილისტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. კოკოშკოვის დამრიგებლობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B საკვალიფიკაციო ეტაპიდან A-ში გადაინაცვლა, შემდეგ კი კონტინენტის პირველობის დასკვნითი ეტაპის საგზური მოიპოვა. 2011 წელს, იგორ კოკოშკოვის მეთაურობით, საქართველოს ეროვნული გუნდი ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 12 საუკეთესო ნაკრებს შორის გავიდა. კოკოშკოვის წინამძღოლობით ჩვენმა ნაკრებმა 2013 და 2015 წლების ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1903 - განხორციელდა პირველი მოტორიზებული აეროპლანის გაფრენა. პილოტები ორვილი და რაიტი იყვნენ, ხოლო ეს თარიღი ავიაციის დაბადების დღედ იქცა.
1938 - დაიწვა ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტის ცენტრალური სტადიონი.
1944 - “გრინ ბეი პეკერზი” ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1961 - ჯიმი გრივზმა “ტოტენჰემ ჰოთსპურის” რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლონდონის “უაით ჰართ ლეინზე” “სპერზმა” “ბლექპულს” 5:1 მოუგო.
1967 - საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა მოსკოვის “ტორპედოს” ფორვარდმა ედუარდ სტრელცოვმა. იმ დღეს საბჭოთა ნაკრებმა სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში სანტიაგოში ჩილეს ეროვნულ გუნდს 4:1 მოუგო და მიუხედავად იმისა, შეხვედრაში სტრელცოვმა 3 გოლი რომ გაიტანა, მას შემდეგ იგი ნაკრებში არ მიუწვევიათ. ქართველთაგან აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა მურთაზ ხურცილავამ მიიღო.
1968 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას, სინგაპურის ნაკრებს 10:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები სერგო კუტივაძემ (2), გივი ნოდიამ (2), ლევან ნოდიამ (2), ვახტანგ რეხვიაშვილმა, ვლადიმერ ბარქაიამ, გარი ქიქავამ და ვახტანგ ქორიძემ გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ცხოვრებოვი, კუტივაძე, ილიადი, ბარქაია, მ. მაჩაიძე (ქიქავა), გ. ნოდია, ლ. ნოდია (ქორიძე). გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
1975 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში “ნიუ იორკ აილენდერზმა” თანაქალაქელი “რეინჯერსი” პირველად დაამარცხა.
1988 - დევისის თასის 77-ე გათამაშების ფინალში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულმა გუნდმა შვეციის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მატჩი შვეციის ქალაქ გეტებორგში ჩატარდა.
1988 - ბრაიან მიურეი (“ვაშინგტონ კეპიტალზი”) ჰოკეის ეროვნული ლიგის მე-17-ე მწვრთნელი გახდა, რომლის გუნდმაც მესამასე მატჩი მოიგო.
1988 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის შეხვედრებში ზედიზედ განცდილი 12 მარცხის შემდეგ, “ნიუ იორკ აილენდერზმა” პირველი შეხვედრა მოიგო.
1989 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე “მილანმა”, კოლუმბიის ქალაქ მედელინის “ატლეტიკო ნასიონალს” დამატებით დროში 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი თამაშის 119-ე წუთზე, ევანმა გაიტანა. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 60 228 მაყურებელი დაესწრო. “მილანი”: გალი, ტასოტი, მალდინი, ფუზერი (ევანი), კოსტაკურტა, ბარეზი, დონადონი, ვან ბასტენი, ანჩელოტი, რაიკაარდი, მასარო (სიმონე). “ატლეტიკო ნასიონალი”: იგუიტა, ესკობარი, ხიმესი, კასიანი, ერერა, პირესი, არანგო (რესტრეპო), ალვარესი, ალბოლედა (უსურიაგა), გარსია, ტრელიესი.
1989 - დევისის თასის 78-ე გათამაშების ფინალში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულმა გუნდმა შვეციის ნაკრები 3:2 დაამარცხა. მატჩი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ჩატარდა.
1991 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში, ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა აღინიშნა. “კლივლენდ კავალიერზმა” “მაიამი ჰითი” 148:80 დაამარცხა.
1993 - გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი ბარბარა ფელტუსზე დაქორწინდა.
1993 - კევინ სკოტმა ერთ კილომეტრზე ციგურებით რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:12.54).
2002 - ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. პირველ ადგილზე ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდო გავიდა, მეორე-მესამე საფეხურები კი გერმანელ მეკარე ოლივერ კანსა და ფრანგ ფლეიმეიქერს ზინედინ ზიდანს ხვდათ წილად.
2006 - მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიურმა “ინტერნასიონალმა”, კატალონიური “ბარსელონა” დაამარცხა (1:0) და საპატიო ტიტული მოიპოვა. მატჩში ერთადერთი გოლი, ადრიანო სოუზამ გაიტანა.
2007 - ქალაქ ციურიხში (შვეიცარია), ფიფას გალა წარმოდგენა გაიმართა, რომელზეც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, აგრეთვე მეორე და მესამე ადგილებზე გასული მოთამაშეები დააჯილდოვეს. ფიფას პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა და ლეგენდარულმა პელემ პრესტიჟული პრიზები, შესაბამისად კაკას, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გადასცეს. რაც შეეხებათ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, პირველ ადგილზე ბრაზილიელი მარტა გავიდა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციებზე ასევე ბრაზილიელი კრისტიანი და გერმანელი ბირგიტ პრინცი დამკვიდრდნენ.
2012 - “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” 24 წლის ფორვარდმა ნიკოლა ბატუმმა ბოლო თითქმის 7 წლის განმავლობაში პირველი five-by-five შეასრულა. “ნიუ ორლეანთან” მოგებულ (95:94) შეხვედრაში ფრანგმა კალათბურთელმა 11 ქულა, 5 მოხსნა, 10 პასი, 5 ჩაჭრა და 5 დაფარება მიითვალა. ცნობისთვის, ფივე-ბყ-ფივე – ინდივიდუალური მიღწევაა, როდესაც მოთამაშე მატჩის განმავლობაში მინიმუმ ხუთიან ნიშნულს ხუთივე ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებელში აღწევს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) აღნიშნულთან დაკავშირებულ სტატისტიკას 80-ანი წლებიდან აწარმოებს და მას შემდეგ მხოლოდ 14 მსგავსი შემთხვევა გახლავთ დაფიქსირებული. ერთზე მეტჯერ five-by-five მხოლოდ ორ კალათბურთელს აქვს შესრულებული – ცენტრ ჰაკიმ ოლაჯუონს (6) და ფორვარდ ანდრეი კირილენკოს (3).
ამ დღეს დაიბადნენ
1915 - გრიგოლ გაგუა. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს საკავშირო პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. საკავშირო თასის ფინალისტი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მუშაობდა ბავშვთა მწვრთნელად და აღზარდა ნიჭიერ ფეხბურთელთა რამდენიმე თაობა. გრიგოლ გაგუა 2002 წელს გარდაიცვალა.
1938 - პიტერ სნელი. ახალი ზელანდიელი მძლეოსანი. საშუალო დისტანციებზე რბენაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა 800 და 1500 მეტრ დისტანციებზე რბენაში, ხოლო რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე, ჩემპიონი გახდა 800 მეტრზე რბენაში.
1944 - ფერენც ბენე. უნგრეთის ნაკრებისა (1962-79) და ბუდაპეშტის “უიპეშტ დოჟას” (1961-78) ფორვარდი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირებზე გატანილი აქვს სარეკორდო რაოდენობის გოლი (12). 1964 წლის ოლიმპიადაზე მაროკოს 6 გოლი გაუტანა. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლი მფლობელი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). ინგლისის მუნდიალზე ულამაზესი ბურთი გაიტანა ბრაზილიელთა კარში, როცა საჯარიმო მოედანზე 2 სამხრეთამერიკელ მცველს მოხდენილი ფინტით აჯობა და მარცხენა ფეხით აუღებელი დაარტყა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის კარში. იმ შეხვედრაში უნგრეთმა ბრაზილიას 3:1 მოუგო. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი, გაიტანა 36 გოლი. ბენე რვაჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი და სამჯერ ფლობდა მადიართა ეროვნულ თასს. სამჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. “უიპეშტ დოჟას” რიგებში ჩაატარა 417 მატჩი, გაიტანა 303 გოლი. 1969 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად. ფერენც ბენე 2006 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა.
1951 - ტატიანა კაზანკინა. საბჭოთა მძლეოსანი. საშუალო დისტანციებზე რბენაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976). კაზანკინა პირველი ქალი მძლეოსანია, რომელმაც 1500 მეტრი 4 წუთზე სწრაფ დროში გაირბინა.
1964 - ჯო ვოლფი. “ორლანდო მეჯიკისა” და “დენვერ ნაგითსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (204 სმ).
1965 - ჯეფ გრეიერი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების და “შარლოტ ჰორნეთსის” კალათბურთელი. 1988 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1970 - მიხაელ მოლსი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ენსხედეს “ტვენტეს”, გლაზგოს “რეინჯერსის” ფეხბურთელი. შოტლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1971 - დაიბადა იგორ კოკოშკოვი. სერბი საკალათბურთო სპეცილისტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. კოკოშკოვის დამრიგებლობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B საკვალიფიკაციო ეტაპიდან A-ში გადაინაცვლა, შემდეგ კი კონტინენტის პირველობის დასკვნითი ეტაპის საგზური მოიპოვა. 2011 წელს, იგორ კოკოშკოვის მეთაურობით, საქართველოს ეროვნული გუნდი ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 12 საუკეთესო ნაკრებს შორის გავიდა. კოკოშკოვის წინამძღოლობით ჩვენმა ნაკრებმა 2013 და 2015 წლების ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზა.
1971 - ნიკი მაკრეი. ამერიკელი კალათბურთელი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1972 - ივან პედროსო. კუბელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში მოპოვებული აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული (1988). სეულის 1992 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეოთხე ადგილი.
1981 - ილია კანდელაკი. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოსა”, ოდესის “ჩერნომორეცის”, იენას “კარლ ცეისისა” და ავსტრიული “შტურმის” ფეხბურთელი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2004 წელს თბილისის “დინამოსთან” ერთად მოიპოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩემპიონთა თასი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილია კანდელაკს ჩატარებული აქვს 13 შეხვედრა.
1988 - მათე ვაწაძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოს”, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას”, გორის “დილას”, დანიის “ორჰუსის” თავდამსხმელი. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი.