ფეხბურთი

10:54 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპე ოქროს გულით: პორტუგალიელი "ბეშიქთაშის" თანამშრომლებს საკუთარი ხელფასით დაეხმარება

სტამბოლის „ბეშიქთაშისა“ და პორტუგალიის ნაკრების მცველ პეპეს საფეხბურთო მოედანზე კარგი სახელი არ აქვს. 35 წლის ფეხბურთელს არასპორტულად არაერთხელ უთამაშია და ე.წ ბინძური მოთამაშის სახელიც დაიგდო.

თუმცა, როგორც ჩანს, ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია. ესპანური Marca-ს ცნობით, პეპემ „ბეშიქთაშთან“ კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა, რადგან გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს. ის თანხა კი, რომელიც პორტუგალიელს ხელშეკრულების თანახმად უნდა მიეღო, კლუბში მომუშავე პერსონალს გადაუნაწილდება - ასეთია პეპეს სურვილი.

აქვე გეტყვით, რომ პეპე „ბეშიქთაშს“ 2017 წელს შეუერთდა და დღემდე 52 მატჩში 7 გოლი გაიტანა. თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 10-ჯერ ითამაშა და თავი სამჯერ გამოიჩინა. 35 წლის ფეხბურთელს იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდში შეეძლება გადასვლა.

0.116771