ფეხბურთი

1:53 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გენიოსი მესი - 50 გოლი 2018 წელს

დღის გვიან მატჩში „ბარსელონამ“ „ლევანტე“ სტუმრად 5:0 დაამარცხა და ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს პრიმერას ცხრილს. ვალენსიელებმა მხოლოდ პირველი ნახევარი საათი გაუძლეს მრისხანე კატალონიელებს, შემდეგ კი მინდორზე ერთი გუნდი თამაშობდა. ლეო მესიმ მორიგი შესანიშნავი წარმოდგენა მოაწყო, თავად ხომ ჰეთ თრიქი მიითვალა და თითოც სუარესსა და პიკეს გაატანინა. ერთი სიტყვით, ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა. ამისდაკვალად, ის პირველი ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში, რომელსაც 2018 წელს 50 გოლი მოუგროვდა.

წლევანდელ პრიმერაში მან 14 მატჩში 14-ჯერ გამოიჩინა თავი და 10 საგოლე პასითაც გამოირჩა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში კი ოთხ შეხვედრაში ექვსი ბურთი გაიტანა და ერთხელაც საგოლედ უპასა.

სხვა ამბებზეც ვთქვათ. „სევილიაც“ არ აპირებს კონკურენტების შორს გაშვებას. ანდალუზიელებმა ამჯერად კატალონიური „ჟირონა“ დაამარცხეს. პირველ ტაიმში პაბლო მაჩინის შეგირდებს თამაში არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში შეუჩერებლები გახდნენ, ორი გოლი ხომ გაუტანეს მეტოქეს და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ორ ამდენს კიდევ დაამატებდნენ.

„ბეტისმა“ სტუმრად „ესპანიოლი“ 3:1 დაამარცხა. ამრიგად, „ბეტისმა“ პრიმერაში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, „ესპანიოლი“ კი მიჯრით მეხუთედ დამარცხდა.

ეს მატჩი მე-500 გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატში ბეტისელთა 37 წლის ნახევარმცველ ხოაკინ სანჩესისთვის. ამ 500 შეხვედრაში მან 64 ბურთი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-16 ტური. 16 დეკემბერი

სევილია - ჟირონა 2:0

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 33 542

1:0 ბანეგა (55, პენ), 2:0 სარაბია (64)

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კარისუ, კიაერი (მერკადო 79), ბანეგა, ესკუდერო (პრომესი 89), მესა, სარაბია, ნავასი, ანდრე სილვა, ბენ-იედერი (არანა 90+2)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ჟირონა: ირაისოსი, ხუანპე, ბერნარდო, რამალიო, ფერნანდესი (დუმბია 71, გრანელი 81), ლუისი (ალეშ გარსია 62), პონსი, პორო, ბორხა გარსია, პორტუ, სტუანი

მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ბანეგა (85), სარაბია (89); ფერნანდესი (33)

ლევანტე - ბარსელონა 0:5

ვალენსია. „სუიდად დე ვალენსია.“ 23 736

0:1 ლუის სუარესი (35), 0:2, 0:3, 0:4 მესი (43, 47, 60), 0:5 პიკე (88)

ლევანტე: ოიერი, პოსტიგო (პრჩიჩი 70), ტონიო, კაბაკო, რობერი, როჩინა (კოკე 69), კამპანია, მორალესი, ბარდჰი, ხასონი, ბოატენგი (მაიორალი 62)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ვერმალენი (არტური 52), პიკე, ალბა, ლანგლე, რაკიტიჩი, ვიდალი (კოუტინიო 78), ბუსკეტსი, მესი, ლუის სუარესი, დემბელე (დენის სუარესი 81)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ხოსე გონსალესი

გაფრთხილება: რობერი (25), ხასონი (59); დემბელე (18), რაკიტიჩი (36), ალბა (45)

გაძევება: კაბაკო (76)

ესპანიოლი - ბეტისი 1:3

1:0 გარსია (24), 1:1 ლო ჩელსო (43), 1:2 ტელიო (85), 1:3 დუარტე (90+1, საკ. კაში)

მე-17 წუთზე ლო ჩელსომ (ბეტისი) ვერ გაიტანა პენალტი

უესკა - ვილიარეალი 2:2

1:0 კუჩო (44, პენ), 1:1 ბაკა (60, პენ), 1:2 ხერარდი (81), 2:2 ლონგო (90+4)

გაძევება: გასპარი (ვილიარეალი, 65)

65-ე წუთზე მელერომ (უესკა) ვერ გაიტანა პენალტი

0.126195