ფეხბურთი

23:12 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შემდეგ ოთხეულში ცვლილებები არაა. „ლაიფციგმა“ „მაინცი“ „რედ ბულ“ არენაზე მიიღო და ევროპა ლიგაზე წარუმატებლობის დავიწყება მოახერხა.

რალფ რანგნიკის გუნდმა ძალზე ადვილად შეძლო სამი ქულის მოპოვება, უკვე მეოცე წუთისთვის იუსუფ პოლსენმა დუბლი გაიფორმა და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში დანიელის დუბლს ასევე დუბლი დაუმატა ტიმო ვერნერმა. „ლაიფციგს“ 28 ქულა გაუხდა და მეოთხე ადგილზეა. ისე კი, შორს, არც მეორე საფეხურია.

გარდა ამისა, ახლოსაა მეხუთე პოზიციაც, რომელსაც „აინტრახტი“ ამაგრებს. ფრანკფურტელებმა ლევერკუზენის „ბაიერის“ დამარცხება შეძლეს. იყო დრო, „ფარმაცევტებთან“ სამ ქულას ვერავინ გეგმავდა, მაგრამ ახლა ასე არაა - „აინტრახტი“ ფავორიტად მიიჩნეოდა და მოიგო კიდეც. ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა კი მხოლოდ 2 ქულაა. აი, „ლევერკუზენი“ სატურნირო ცხრილის შუაშია და ევროპა ლიგის საგზურისთვის გაბრძოლებაც კარგი შედეგი იქნება დღევანდელი გამოდსახედიდან.

„ლაიფციგი“ – „მაინცი“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 პოულსენი (14), 2:0 პოულსენი (19), 2:1 ონისივო (38), 3:1 ვერნერი (74), 4:1 ვერნერი (88)

„აინტრახტი“ – „ლევერკუზენი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 და კოსტა (28), 2:0 კოსტიჩი (57), 2:1 ბელარაბი (65)

თეგებიბუნდესლიგა
0.2055