ძიუდო

15:25 | 16.12.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ლიპარტელიანის და თუშიშვილის ოქროს მასტერსი

ძიუდოში 2018 წლის სეზონის დასკვნითი ტურნირი – მსოფლიოს მასტერსი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. უმძიმეს წონით კატეგორიაში - +100 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და თავის წონაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. ოქროს მედლითვე და ასევე მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის რანგში დახურა სეზონი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმაც (100 კგ). სულ კი საქართველოს ნაკრების შვიდკაციანი განაცხადის ხუთი წევრი ავიდა მასტერსის კვარცხლბეკზე. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) – ბრინჯაოებს. უმედლოდ მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დარჩნენ.

ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალის გზაზე რუსეთის ნაკრების წევრი ნიაზ ბილალოვი, ირლანდიელი ბენჯამინ ფლეჩერი და ებრაელი პეტერ პალჩიკი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოტგონბაატარ ლხაგვასურენს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მონღოლი მეტოქე არ გამოუცხადდა.

გურამ თუშიშვილმა ფინალამდე ყირგიზი იური კრაკოვეცკი, ავსტრიელი შტეფან ჰეგი და იაპონელი კოკორო კაგუერა ისე დაამარცხა, საჭიდაოდ განკუთვნილი დროის სრულად გამოყენება არც ერთთან არ დასჭირდა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვა წუთსა და 15 წამში შებოჭა.

ლიპარტელიანი და თუშიშვილი მსოფლიოს მასტერსის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ.

ბექა ღვინიაშვილი გუანჯოუს ტატამზე ერთადერთხელ გავიდა – საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უხერხულ მეტოქესთან - ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა. ამ ჰოლანდიელს ღვინიაშვილი კარიერაში მეოთხედ დაეჭიდა და მეოთხედვე წააგო.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ავიდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:06 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

250 кг ალბეგოვმა მგონი 2012-ში ასწია, თორემ წელს ლოვჩევმა რუსეთის ჩემპიონატი 200 და 245 კგ-ით მოიგო.

04:11 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

წელს რუსეთის პრეზიდენტის თასზე 235 დააფიქსირა. 260 როდის ასწია ვერ ვიხსენებ. 2013-ში მსოფლიო რომ მოიგო მაშინაც ნაქსიმუმი 255 დააფიქსირა.

19:55 | 09.01.2016
federer (17) (15576)

შედი ბრატ იუთუბიზე და ჩაწერე ალბეგოვი 260 კილო და ამოგიგდებს

01:35 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ლაშამ მსოფლიოზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა პირველად 200 კილო გააცუდა და მერე კიდევ 200-თან მივიდა და შემდეგ 207 აწია და პირველი ცდა რომ არ გაეფუჭებინა მერე კიდევ მოუმატებდა 3 კილოს და 210 -ს დააფიქსირებდა ჩემი ვარაუდით.
აკვრაში კი მეორე ცდაზე აშკარად უსამართლოდ არ დაუფიქსირეს 247 კილო და ისევ იგივე წონის აწევა მოუწია უეჭველი ვერცხლის მედალი ამჯობინა და სწორიც იყოო და რომ არა მსაჯების საქციელი მინიმუმ 250 კილოს აწევდაა.

01:37 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ამის დასკვნას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 207 და 248 კილოებს საკმაოდ იოლად წევს და 3 და 5 კილოს მომატება მინიმუმ შეუძლიაა

20:08 | 28.12.2015
ალექსანდრე (6188)

მსოფლიოზე აკვრაში ლაშა მეტს აჩვენებდა, მაგრამ 247 - ზე მეორე ცდა არ ჩაუთვალეს, არადა კარგად ასწია შტანგა და ოდნავ (ვითომ) მარჯვენა იდაყვის მოხრა დაუფიქსირეს, რის გამოც ეს ცდა დაკარგა და მესამე ცდა იგივე წონაზე მიიტანა. ასე მგონია, რომ ოლიმპიური ოქროსთვის საკმარისი იქნება 210 ატაცში და 250 აკვრაში - ანუ ჯამში 460 კგ-ს ჩვენება, რაც ლაშას თავისუფლად შეუძლია.

01:27 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ალბეგოვმა რუსეთის ჩემპიონატში 260 კილო აწია და არამგონია ლაშას 250 ეყოს, მე მგონია რომ ლაშას 255 კილოს აწევაც შეუძლია და ატაცში 210 და ამ წონით მართლა რეალური იქნება ჩემპიონობა

10:35 | 28.12.2015
miriani (2665)

მოკლეეედ ტალახაძე სერიოზული მომავალია, თუ გეგმაზომიერად მიყვება ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდა გაუჭირდეს მისი ასაკიდან გამომდინარე

01:56 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ისე სადმე ვიდეო თუ არსებობს დადეთ
ტალახაძემ 3 ცდით ასწია ეს წონები თუ პირველივე ცდებზე ეს წონები ასწია და გაინაღდა ჩემპიონობაა

00:01 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ტალახაძეს ნახევარი ძალით მოუგიაა
ერთის მხრივ ჭკვიანურად მოიქცა ლაშა და თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა მსოფლიოს, ჯერ ოლიმპიადაა წინ და ყველას ლაშას მაქსიმუმი 207, 248 გონია და ჩემი ფიქრით ლაშას მეტი შეუძლია რასაც ოლიმპიადაზე აჩვენებს

0.064629