ფეხბურთი

16:15 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადაა"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და "ალ სადის" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ყატარის ეროვნული ნაკრები და ყატარი მზად არიან.

"ტურნირის ჩასატარებლად ქვეყანა მზადაა. შეგეძლებათ გასაოცარი სტადიონები ნახოთ. ყატარში მიმდინარე სამუშაოებით ყველა გაოცებულია. ყატარს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს ფელიქს სანჩესის სახით და კარგად ემზადება. გუნდი საბრძოლველად მზადაა. ყატარმა შვეიცარიას მოუგო და ისლანდიასთან ფრე ითამაშა, ნაკრებს კი პროგრესისთვის კიდევ ოთხი წელი აქვს." - ციტირებს Goal-ი ესპანელის სიტყვებს.

0.114741