ლუკა ბულაშვილის “კულერედო” ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში “ხიხონს” ესტუმრა და 63:82 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.
ლუკამ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
“კულერედოს” 7 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს “ლეონთან” ჩაატარებს.