2007 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიოს თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "მილანმა" კოპა ლიბერტადორესის ტრიუმფატორი "ბოკა ხუნიორსი" 4:2 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული პირველად მოიპოვა. მანამდე კი "როსონერიმ" საკონტინენტთაშორისო თასი სამჯერ მოიგო.
"ბოკა ხუნიორსთან" მოგებულ შეხვედრაში იტალიური კლუბის მხრიდან გოლები ფილიპო ინძაგიმ (დუბლი), ალესანდრო ნესტამ და რიკარდო კაკამ გაიტანეს. არგენტინელთაგან თავი როდრიგო პალასიომ გამოიჩინა, მეორე გოლი კი მასიმო ამბროზინის შეცდომის შედეგად გავიდა. აღნიშნულ შეხვედრაში მსაჯმა მოედნიდან კახა კალაძე და კრისტიან ლედესმა გააძევა.
ამ გამარჯვებით "მილანი" გახდა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი მოიგო. ტურნირის ოქროს ბურთის მფლობელი კი კაკა გახდა.