ადრიატიკის ლიგის მე-11 ტურში სერბული დაპირისპირება შედგა. გოგა ბითაძის „მეგა ბემაქსმა“ გათამაშების ლიდერ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და ათი ქულის სხვაობით, 68:78 დამარცხდა.
„მეგა ბემაქსის“ რიგებში ისევ გამორჩეული იყო გოგა ბითაძე, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ნიჭიერმა ქართველმა ცენტრმა 33 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 11-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო და 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
19 წლის ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და მატჩის MVP-ი გახდა.
„მეგა ბემაქსს“ კი, 11 ტურის შემდეგ 7 გამარჯვების საპირწონედ 4 წაგება აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. სერბული გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „იგოკეასთან“ ჩაატარებს.