ფეხბურთი

23:53 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინოს მე-100 და გულუბრყვილო ჟეზუსი

დღის ადრეულ მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ევერტონს“ „კლასით“ მოუგო. მოგეხსენებათ, „ქალაქელები“ წინა ტურში“ „ჩელსისთან“ დამარცხდნენ და ლიდერობა დაკარგეს. ამჯერად, მათ საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტირება სჭირდებოდათ და საწადელს მიაღწიეს. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას. გაბრიელ ჟეზუსმა დუბლი მიითვალა და მერე ინგლისურ ენაზე ისეთი ინტერვიუ მისცა, მწვრთნელ გვარდიოლას მოუწია ბოდიშების მოხდა.

“ყოველთვის ვეუბნები ფეხბურთლებს, რომ ინგლისური ისწავლონ. ისე, ჟეზუსი ბევრს იბრძოდა, ორი გოლიც გაიტანა. ის ახალგაზრდაა და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

სხვა მხრივ, რთული თამაში გამოდგა. „ევერტონი“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ცოტა გაგვიჭირდა. სასიამოვნოა, რომ დე ბრუინი დაგვიბრუნდა. სტერლინგმა კი გოლიც გაიტანა და ერთობ მშვიდადაც გამოიყურებოდა. მოგეხსენებათ, „ჩელსისთან“ წინა ტურის შეხვედრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა რაჰიმს. ის ძალიან განიცდიდა.“ - უთხრა გვარდიოლამ BBC-ის.

„ტოტენჰემს“ მეორე სეზონია შინ „ბარნლისთან“ მოგება უჭირს. შარშან ხომ

ყინულიანმა წვიმამ, ცხადია, თამაშის სიუჟეტზე გავლენა იქონია. საგოლე მომენტები მასპინძლებს თითქმის არ ჰქონიათ და ფრეც თითქოს ლოგიკურ შედეგად ჩანდა, მაგრამ ბოლო წუთებში „დეზებმა“ გაილაღეს, მწვავედაც შეუტიეს და 91-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანეს. თავი შესანიშნავმა დანიელმა, კრისტიან ერიკსენმა გამოიჩინა, რომელიც 65-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

ამისდაკვალად, „ტოტენჰემი’ კვლავ მესამე ადგილზეა და უკვე ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „ჩელსის.“ „არისტოკრატები“ კვირას „ბრაიტონს“ ესტუმრებიან.

ტოტენჰემელთა მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთვის კი ეს მე-100 გამარჯვება გამოდგა კლუბში მუშაობის განმავლობაში. ამისთვის მას 169 მატჩის გამართვა დასჭირდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-17 ტური. 15 დეკემბერი

სიტი - ევერტონი 3:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0, 2:0 ჟეზუსი (22, 50), 2:1 კალვერტ-ლევინი (65), 3:1 სტერლინგი (69)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ლაპორტი, დელფი, ოტამენდი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა ფერნანდინიო, სანე (სტერლინგი 66), მაჰრეზი (დე ბრუინი 75), ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ევერტონი: პიკფორდი, კინი, ზუმა, დინი, მინა, კოულმენი (უოლკოტი 57), გომეში, სიგურდსონი (დევისი 81), ბერნარდი (ლუკმანი 57), რიშარლისონი, კალვერტ-ლევინი

მწვრთნელი: მარკო სილვა

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: დელფი (76); დინი (19), კალვერტ-ლევინი (76)

ტოტენჰემი - ბარნლი 1:0

ლონდონი. „უემბლი.“ 41 645

1:0 ერიკსენი (90+1)

ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, დევისი, სისოკო, ლამელა (ლიორენტე 82), მოურა (ერიკსენი 65), ალი, სკიპი (სონი 75), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბარნლი: ჰარტი, ბერდსლი, ლონგი, მი, ტარკოვსკი, ტეილორი, ლენონი (ვოუკსი 90+4), კორკი, ვესტვუდი, ბრეიდი (ჰენდრიკი 90+2), ბარნსი (ვუდი 80)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: გრემ სკოტი

გაფრხილება: ბრეიდი (63), ბერდსლი (68)

კრისტალ პალასი - ლესტერი 1:0

1:0 მილივოიევიჩი (39)

ჰადერსფილდი - ნიუკასლი 0:1

0:1 რონდონი (55)

უოტფორდი - კარდიფი 3:2

1:0 დელოფეუ (16), 2:0 ჰოლებსი (52), 3:0 კინა (68), 3:1 ჰოილეტი (80), 3:2 რიდი (82)

ვულვზი - ბორნმუთი 2:0

1:0 ხიმენესი (12), 2:0 კავალერო (90+4)

ფულემი - ვესტ ჰემი 0:2

0:1 სნოდგრასი (17), 0:2 ანტონიო (29)

0.107591