კვიპროსის ჩეპიონატში ისევ გამოიჩინა თავი ნიკა კაჭარავამ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მე-13 ტურში „ანორთოსისა“ და „პაფოსის“ შეხვედრაში შეძლო გატანა. ქართველმა 23-ე წუთზე დაამწუხრა მეტოქე და იმ დროისთვის ანგარიში 1:1 გახადა.
შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა, დუბლის შესრულება და თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც შეეძლო, 85-ე წუთზე გარღვევის შემდეგ კარში დაარტყა, მაგრამ ხარიხამ ულამაზესი გოლის გატანა არ დაანება. მინდორზე 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე ფამაგუსტელთა კიდევ ერთი ჩვენებური ბექა მიქელთაძე.
კაჭარავა ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში შევიდა. უკანასკნელ 10 დღეში (3 მატჩი) 4 გოლის გატანა შეძლო. ჯერ კვიპროსის თასზე დუბლი გაიფორმა, ხოლო ჩემპიონატში მიჯრით ორჯერ გამოიჩინა თავი.
„ანორთოსისი“ კი, 13 შეხვედრაში მოპოვებული 20 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.