ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატიის დე ლიხტს ევროპული გრანდების რიგი უდგას. 19 წლის ჰოლანდიელ ტალანტისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ აქტიურობენ.
კატალონური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, დე ლიხტმა არჩევანი ტურინელთა სასარგებლოდ გააკეთა. როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, „აიაქსის“ კაპიტანი შიშობს, რომ „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა დიდად არ მიეცემა და სწორედ ამიტომ, ურჩევნია „იუვენტუსს“ შეუერთდეს.
„ბებერ ქალბატონს“ კი დე ლიხტი დაცვის ხაზის გადახალისებისთვის სჭირდება, რადგან ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი უკვე ასაკში არიან. 19 წლის ჰოლანდიელი მცველი ამჟამად 80 მილიონ ევროდ ფასობს.
„ბარსას“ და „იუვეს“ გარდა, ფეხბურთელს ასევე აკვირდებიან მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“. მიმდინარე სეზონში დე ლიხტმა ყველა ტურნირის ჩათვლით 26 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მდაა. ვერ ყოფილა მთლან გონებაგახსნილი ახალგაზრდა. იუვენტუსში და კერძოდ იტალიაში როგორ ენდობიან ახალგაზრდებს. კი ეტყობა იუვეს დაცვის ხაზს. აი ლივერი რომ აერჩია და ვან დეიკთან ერთად თამაში,ბაზარი არაა არ მეწყინებოდა. მარა იუვეს, რომ ბარსას არჩევ. გაგიმარჯოს ღმერთმა შენს გზაზე. ( ბართლობეო კი კიტრია. დიდი შუშა კიტრი)
კი ვან დეიკთან მაგარი დუეტი ექნებოდა ლივერპულში
აჰა ამან დაზადნა ბარსა სკამის მხეხავი ვიქნებიო
და ჩვენ ეგრევე ჩაკვეტაძეს ვტენიდით ბარსაში 

