ფეხბურთი

16:58 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა. როგორც აფრიკელთა ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ჟირესთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ფრანგი სპეციალისტის ფაუზი ბენზარტის შეცვლის, რომელმაც ტუნისის ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ სამი თვე იმუშავა.

რაც შეეხება ჟირესს, თავის დროზე გაბონის, მალისა და სენეგალის ნაკრებებში უმუშავია. გარდა ამისა, იყო „ტულუზას“, პსჟ-სა და „რაბათის“ მწვრთნელიც.

შეგახსენებთ, რომ 66 წლის სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2004 წლის 12 მარტიდან 2005 წლის 30 ივნისამდე წვრთნიდა. „ჯვაროსნებმა“ ჟირესის თავკაცობით 10 მატჩი ჩაატარეს, 2 მოიგეს, 2-ჯერ ითამაშეს და ექვსჯერ დამარცხდნენ.

0.135639