ფეხბურთი

14:10 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა მოურინიოს უპასუხა: "არ მინდა ტიტულების მოგება"

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელიც „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება, ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპს კბილი გაკრა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა მხოლოდ ტიტულების მოგებას აქვს.

აღნიშნულ განცხადებას კლოპმა უპასუხა და თქვა:

„ტიტულების მოგება მთავარია? დიახ, ეს ხალხს ამახსოვრდება, მაგრამ ჩემი მიზანი გუნდთან ერთად მაქსიმუმის გაკეთებაა, ამის მჯერა. თუ ხალხი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში კარგად არ გვითამაშია, რადგან ფინალში დავმარცხდით, არ ვეუბნები მათ, რომ ყველაზე წარმატებული გამოსვლა იყო, მაგრამ ეს გახლდათ შესანიშნავი მოგზაურობა, რომელიც ძალიან მომეწონა“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა „ენფილდ როუდზე“ 16 დეკემბერს გაიმართება.

0.115554