ფეხბურთი

12:22 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შელოტომ "ბოკა ხუნიორსი" დატოვა

„ბოკა ხუნიორსი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც არგენტინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გილერმო ბაროს შელოტომ დაკავებული პოსტი დატოვა.

„ბოკასთვის“ უკეთესი იქნება თუ ახალ წელს, ახალი მწვრთნელით შეხვდება“, - თქვა პრეზიდენტმა დანიელ ანგელისმა.

გილერმო ბაროს შელოტო „ბოკა ხუნიორსს“ 2016 წლის მარტიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში არგენტინულმა გრანდმა 106 მატჩი ჩაატარა, 58 მოიგო, 29-ჯერ ფრეს დასჯერდა და 19-ჯერ წააგო.

შელოტომ „ბოკას“ ორჯერ მოაგებინა არგენტინის ჩემპიონატი, ხოლო 2018 წელს, ლბერტადორესის თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა მთავარ მტერთან, „რივერ პლეიტთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა.

0.119078