პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა. პლოცკის "ვისლამ" კრაკოვის "ვისლას" უმასპინძლა, 1:2 წააგო და ეს ერთადერთი გოლი 32 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზეა.
მერებაშვილმა 48-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, როდესაც ვარელას კარგი პასი შეირგო და ზუსტად დაარტყა. ამ გოლით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მერე მეორე გაუშვეს და დამარცხდნენ. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიღო.
მერებაშვილმა კი, ბოლო ორ ტურში მესამედ გამოიჩინა თავი. წინა ტურში "კორონასთან" დუბლი შეასრულა, თავის გუნდს ქულა მოუტანა (2:2) და მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებულად მოხვდა.
მთლიანობაში, ამ ეტაპისთვის გიორგიმ ექსტრაკლასაში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. პლოცკის "ვისლას" კი 19 ტურის თავზე ამდენივე ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება.