სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:20 | 14.12.2018 | ნანახია 933 - ჯერ

"ბარსას" ქომაგებს მერვედფინალში "რომასთან" თამაში უნდათ

კატალოონიის „ბარსელონას“ ქომაგებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიურ „რომასთან“ თამაში უნდათ. Mundo Deportivo გამოკითხვას ატარებს, თუ ვის ისურვებდნენ „ბლაუგრანას“ ქომაგების პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მეტოქედ.

გამოკითხვაში 1343-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ნახევარმა, კონკურეტულად 676-მა ადამიანმა (50.34%) ხმა „ჯალოროსის“ მისცა.

დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:

„შალკე“ – 277 ხმა (20.63%), „აიაქსი“ – 125 (9.3%), „ლიონი“ – 123 (9.15%), „ლივერპული“ – 72 (5.37%), „მანჩესტერი“ – 70 (5.21%).

როგორც ჩანს, „ბარსელონას“ ფანებს „რომასთან“ რევანშის აღების სურვილი აქვთ. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „ბარსა“ მეოთხედფინალში სწორედ იტალიურ გუნდთან დამარცხდა. ჯერ შინ 4:1 მოიგო და თითქოს ნახევარფინალის საგზური გაინაღდა, მაგრამ რომში 0:3 წააგო და ტურნირის სენსაციურად გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:29 | 17.12.2018
»Sport for pleasure❤️ (1066)

ვაი ნეტა გაგარიზგინებთ შარშანდელივით !

14:26 | 15.12.2018
dadado9 (15067)

მოჰგვარეთ რომა

18:49 | 15.12.2018
ბაბუ პერესი (853)

ლიონი რომ წინიდან და უკნიდან უტარებდა მათ შორის კრისტიანოს პირველ მადრიდულ სეზონშიც და ბარსა ლიგებს იგებდა მაშინ რას გრძნობდით მადრიდელები?თუმცა შენ რეალის ფანი კი არა რონალდოს ფანი ხარ და რონალდო წელს ვერ გააჩერეს ლიგაზე იუვეში))))

19:49 | 15.12.2018
ბაბუ პერესი (853)

იმდენად ყველგან ეკვეტება ტიპი დიბალას სუპერგოლიც წაართვა ლიჟბი თვითონ ჩაწეროდა)))

19:57 | 15.12.2018
ბაბუ პერესი (853)

მესის არ გამოეტოვებინა ინტერთან 2 თამაში და ტოტენჰემთანაც გამოსულიყო თავიდანვე(თუმცა არაა რონალდოსავით ხამი) ის რაც რონალდომ გააკეთა იანგბოიზთან და მანამდეც გაუკეთებია (მათ შორის მალმიო რომ დატენა 4 გოლით არაფრის მომცემ თამაშში რომელსაც მესი ნამდვილად არ ითამაშებდა)უკვე აეწვობოდა კრისტიანოს ყველადროის ბომბარდირთა დავაში ბრძოლის ამბავში,მაგრამ არა უშავს ადრე თუ გვიან აუცილებლად გაასწრებს მესი რონალდოს და დაუქაჩავს იმ 15 გოლსაც რითაც წინაა ახლა.რონალდომ იუვენტუსში 4 წლიანი კარიერაში რა კონტრაქტიც ახლა აქვს მაქსიმუმ 20 გოლი გაიტანოს ლიგაზე კიდევ,ეგეც მაქსიმუმ თორემ სიმართლე გითხრა 15-ზე მეტი არ მგონია და მესი რამდენს გაიტანს ამ წლებში ვნახოთ.რონალდო გაქაჩა რეალმა და რეალზე მეტად პერესმა და მისმა მოსყიდულმა ჩეფერინიმ.დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

19:59 | 15.12.2018
ბაბუ პერესი (853)

მესის პოზიციის და მესის მსგავსად თამაშის შექმნაში ჩართული მოთამაშე რომ საჯარიმოში დასობილ სტოლბას უტოლდება გოლებში ეგ სხვა თემაა კიდევ.

14:23 | 15.12.2018
dadado9 (15067)

აი სექტა რასაც ქვია რომა ორი წელი რომ ჯგუფურ ეტაპზეც ვერ მოხვდეს რომასთვის არაფერი არც დაშავდება და არც იცვლება ბარსელონა რომ ლიგას ვერ იგებს უკვე ტრაგედიაა ბარსელონას გულშემატკივრებისთვის და თუ იმ წელს რეალი იგებს ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ 1/4 ფინალიდან ქათმურად გამოვარდნაზე სულ რომ 9-0 მოუგოს ბარსელონამ რომას რა? მიზანი იქნება მიღწეული და მორჩა კინო? შარშან ხომ გამოაგდო? ამას ვერაფერი გადაწონის

14:22 | 15.12.2018
dadado9 (15067)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

14:22 | 15.12.2018
dadado9 (15067)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სტატისტიკა
0.174693