ფეხბურთი

19:25 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეროი სანე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გერმანელმა შემტევმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

სანემ მეექვსე ტურში „ჰოფენჰაიმთან“ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა (2:1).

ლეროიმ „იანგ ბოიზის“ თავდამსხმელ გიომ ოაროს, პსჟ-ს შემტევ ნეიმარსა და „ლივერპულის“ მცველ ენდრიუ რობერტსონს აჯობა.

0.122942