ფეხბურთი

10:44 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო მორიგ მძიმე ტრავმას გადაურჩა

გუშინ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, „ვილიარეალმა“ მოსკოვის „სპარტაკს“ 2:0 მოუგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩატოვა. თუმცა, ჩვენთვის სხვა რამაა საინტერესო. მოსკოველთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შუახაზელი, ჯანო ანანიძე 74-ე წუთზე გამოჩნდა ლუის ადრიანოს ნაცვლად. 89-ზე კი მასპინძელთა მცველმა, ხაუმე კოსტამ მას უკნიდან ძალიან მტკივნეულად ჩაარტყა ფეხი. მსაჯმა ესპანელი მყის გააძევა.

ჯანოს თანაგუნდელები, გიორგი ჯიქია და ილია კუტეპოვი გამოექომაგნენ და მინდორზე ვითარება დაიძაბა. ლატვიელმა არბიტრმა, ანდრის ტრეიმანისმა კი ორივეს ყვითლები „ჩამოურიგა.“

თუმცა, ეპიზოდი აღარ გართულებულა. ჯანო კი, საბედნიეროდ, მორიგ ტრავმას გადაურჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128618