ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ქართველი ფალავანი ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული, 130 კგ.) 23-წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მძიმეწონოსანი აღნიშნულ ასაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, სულ კი, ასაკობრივ ტურნირებზე ოქროს 6 მედალი აქვს აღებული.
პატარიძე ჭაბუკებში პლანეტის უძლიერესი მოჭიდავის ტიტულს 2-ჯერ დაუფლებია, 3-ჯერ კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე გახლავთ ასული.