„ბოკა ხუნიორსის“ ორმა გულშემატკივარმა „რივერ პლეიტის“ ქომაგი მოკლა. საზარელი შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც „მილიონარიოსის“ ქომაგი საყვარელი გუნდის ჩემპიონობას ზეიმობდა ლიბერტადორესის თასზე.
Clarin-ის ინფორმაციით, „რივერის“ 21 წლის ფანს, ეზეკიელ აარონ ნერისს თავს „ბოკას“ ორი ქომაგი დაესხა და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რასაც ფატალური დასასრული მოჰყვა.
„მე ვკვდები, მე ვკვდები, თავს დამესხნენ, რადგან „რივერის“ გულშემატკივარი ვარ“, - ეს იყო ეზეკიელის ბოლო სიტყვები, რომელიც დედას უთხრა.
ადგილობრივმა პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით „ბოკას“ ორი გულშემატკივარი, 18 და 22 წლის ძმები უკვე დააპატიმრა.