ლეგენდარული ჰოლანდიელი ფხბურთელი არიენ რობენი შესაძლოა სამშობლოში, კერძოდ, პსვ ეინდჰოვენში დაბრუნდეს. 34 წლის ფეხბურთელსა და ჰოლანდიური გუნდის მთავარ მწვრთნელ მარკ ვან ბომელს შორის უკვე შედგა საუბარი.
აღნიშნულ ინფორმაციას პსვ-ს გენერალური დირექტორი ტონ გერბრანდსიც ადასტურებს:
„კონტაქტი იყო. მარკ ვან ბომელი რობენთან ერთად თამაშობდა და მესიჯი გაუგზავნა. ახლა ჯერი არიენზე და მის სურვილზეა“, - ციტირებს გერბრანდსის სიტყვებს Omroep Brabant-ი.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რობენი მიუნხენს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
რობენმა კი, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუსაინტერესო წინადადებას არ მიიღებს, კარიერას დაასრულებს. 34 წლის ფეხბურთელს პსვ-ში 2002-2004 წლებში უთამაშია და75 მატჩში 22 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ თუ რობენი ყოფილი გუნდის წინადადებას დათანხმდა, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოათრიე აგერ
ფოტო მაოცებს. სულ რაღაც ერთი თვის ასე ვნებიანად პროშნიდნენ ერთმანეთს და რა ბუზმა უკბინათ ?
მოკლედ, რუბიალესის და ჰერმოსოს ამბავის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ზასაობა იუდას კოცნაზე აპასნი რამე გახდა ))))