წუხელ, ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, „ბაიერნის“ შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ „აიაქსს“ (3:3) ორი ბურთი გაუტანა, ჯამში 8 გოლი მოუგროვდა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეორე ადგილზე 6 გოლით ლეო მესი გავიდა. ხოლო 5-5 ბურთი ერთბაშად ექვს მოთამაშეს: პაოლო დიბალას („იუვენტუსი“), ედინ ჯეკოს (“რომა“), ანდრეი კრამარიჩს („ჰოფენჰაიმი“), მუსა მერეგას („პორტუ“), ნეიმარს (პსჟ) და დუშან ტადიჩს („აიაქსი“) მოუგროვდათ.