ფეხბურთი

11:26 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „აიაქსს“ გაწეული სამუშაოთი შეუძლია იამაყოს, თუმცა, ზოგჯერ ძალიან გულუბრყვილოები ვართ“

„ბაიერნთან“ ფანტასტიკური მატჩის შემდეგ (3:3), „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია იამაყოს გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ამსტერდამელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მისცა.

„შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი გუნდით, ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ჩავატარეთ და პლეი ოფის საგზური დამსახურებულად მოვიპოვეთ. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ფრედ ვეთამაშეთ. ფეხბურთელები ერთმანეთისთვის იბრძოდნენ, თითქოს ეს ფინალი იყო. მათ მედგარი ხასიათი გამოავლინეს და დასახული ტაქტიკაც ზუსტად შეასრულეს.

ვცდილობდით სწრაფად გვეთამაშა და მკაცრი პრესინგი შეგვეთავაზებინა მოწინააღმდეგისთვის. ცხადია, შეცდომებიც გვქონდა. ზოგჯერ ზედმეტად გულუბრყვილოდ ვირჯებოდით, რასაც პლეი ოფში არავინ გვაპატიებს.“ - უთხრა ტენ ჰაგმა AFP-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116378