ფეხბურთი

9:58 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეს რა იყო? საშინელება...

წუხელ, ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე,“ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა. „აიაქსმა“და „ბაიერნმა“ 3:3 ითამაშეს. იყო ყველაფერი: გოლები, პენალტები, გაძევებები...

მსაჯმა კლემან ტიურპენმა ჯერ ამსტერდამელი მაქს ვებერი დაითხოვა მინდვრიდან, ლეონ გორეცკასთან უხეში თამაშის გამო. შემდეგ კი... 75-ე წუთზე, ბავარიელმა ტომას მიულერმა გაშლილი ფეხი უკნიდან ჩაარტყა თავში მასპინძელ ნიკოლას ტალიაფიკოს, რომელსაც მინდორზევე დაადეს ნაკერები.

ეს არ იყო ფეხბურთი. ეს იყო საშინელება - დაწერს შემდეგ ევროპული მედია. ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გუნგ ფუ და ბრიუს ლიც კი ახსენეს. მიულერი თითქოს თავადაც მიხვდა, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. ხელები აღმართა - ბოდიშითო, მაგრამ...

საინტერესოა, რომ არგენტინელს მინდორი არ დაუტოვებია, თამაში გააგრძელა. ჯერ იყო და, საკუთარ საჯარიმოში იუხეშა, რასაც ლევანდოვსკის პენალტი მოჰყვა, ბოლოსკენ კი შეტევაში ჩაერთო, სტუმართა მცველ ნიკოლას ზულეს შეებრძოლა და მესამე, გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134901