ფეხბურთი

9:04 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „აიაქსთან“ მატჩი ჩვენი ფეხბურთის რეკლამაა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მაწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „აიაქსთან“ ბოლო ტურის მატჩის შემდეგ (3:3) ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიდებული თამაში იხილა.

„დიდებული თამაში ვიხილეთ. გულშემატკივრებს ნამდვილად არ უნანიათ სტადიონზე რომ მოვიდნენ. 1:2 ვაგებდით, მაგრამ გათანაბრება შევძელით. საბოლოოდ შეხვედრა 3:3 დამთავრდა. ასეთი მატჩები ჩვენი ფეხბურთის რეკლამაა.

ასპროცენტიანი შანსები გვქონდა და ადრევე უნდა გადაგვეწყვიტა თამაშის ბედი. თუმცა, საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ მიაზანს, 18 შესაძლებლიდან, 14 ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ახლა მოუთმენლად დაველოდებით პლეი ოფს“ - უთხრა კოვაჩმა მიუნხენური კლუბის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120152