კალათბურთი

22:47 | 12.12.2018 | ნანახია 1200 - ჯერ

შერმადინის 22 ქულა ყაზანში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროთასის გათამაშებაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, მალაგის “უნიკახა” მარცხისგან ვერ იხსნა.

ესპანური კლუბი ყაზანის “უნიკსს” სტუმრობდა და 84:87 დამარცხდა, ქართველი ცენტრი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24:18 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

შერმადინმა 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 26-ს გაუტოლდა და ეს, მალაგელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

საინტერესოა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თბილისის “ვითას” ყოფილი კალათბურთელი პიერია ჰენრი გახდა, რომელმაც 29:21 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 34 იყო.

“უნიკახას” 9 ტურში 7 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და დ ჯგუფში მხოლოდ “უნიკსს” ჩამორჩება, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 19 დეკემბერს, შინ, იტალიურ “ტურინთან” გამართავს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:18 | 24.12.2019
Sport With pleasure (4571)

>>>

17:27 | 01.10.2013
M.U2013 (3191)

ლევანდოვსკი ამას ყველაფრიტ ჯობია

19:51 | 01.10.2013
mushni (93569)

სამაგიეროდ თავით თამაშით ჯობია მაanძუკიას ბიჭი...

17:26 | 01.10.2013
hattrick (271)

ლევანდოვსკი ამაზე სწრაფია

17:03 | 01.10.2013
gionat (2245)

ჩემი აზრით ეს და ლევანდოვსკი დაახლოებით ერთი ყაიდის ფეხბურთელები არიან, უბრალოდ ლევანდოსვსკი ცოტა უფრო ძლიერია ინდივიდუალურად.

16:49 | 01.10.2013
Milos Raonic (560)

ძააან მაგარი ფორვარდია მანჟუკიჩიც,პრემიერლიგას ძაან მაგრად მოერგებოდა ჩემი აზრით

0.071183
1200