ფეხბურთი

21:08 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მორატას შეძენა უნდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. როგორც RAC1იტყობინება, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ მორატას აგენტს და ფეხბურთელის ესპანეთში გადაბარგების შესაძლებლობა განიხილეს.

ჯერჯერობით უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური მხარე, თუმცა ცნობილია, რომ ალვაროს თამაშით უკმაყოფილონი არიან და არც ფეხბურთელია „სტეფროდ ბრიჯზე“ ყოფით კმაყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მორატა „ჩელსის“ 2017 წელს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კი, 20 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111239