მილანის „ინტერის“ კაპიტანი მაურო იკარდი მადრიდის „რეალის“ სამიზნეა. As-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ თავდასხმის ხაზის გაძლიერების პირველ ვარიანტად სწორედ არგენტინელს განიხილავენ და მზად არიან „ნერაძურის“ 110 მილიონი ევროც გადაუხადონ.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, იკარდი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად და მაღალ დონეზე სურს თამაში, „ინტერი“ კი ამ ტურნირს უკვე დაემშვიდობა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.