ფეხბურთი

17:45 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიონი" ეროვნულ ლიგასთან ახლოსაა

ბოლნისის „სიონმა“ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა. გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონზე „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში დამარცხდა.

დენის ხომუტოვის გუნდი საპასუხო მატჩის წინ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა, შანსი არ დაუკარგავს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გოლი, რომელიც ვილი ისიანმა გაიტანა.

64-ე წუთზე კირკიტაძემ ჯარიმა ჩააწოდა და ისიანმა თავით ყველას დაასწრო, მეკარესაც აუღებელი დაურტყა. ეს გამარჯვების გოლი გამოდგა და „სიონმა“ უპირატესობა მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 15 დეკემბერს გაიმართება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი იმ გუნდის ვინაობა, რომელიც დამდეგ სეზონში ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

„გაგრა“ – „სიონი“ 0:1 (0:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

„გაგრა“ (4-1-4-1): შევჩუკი; ხოსიტაშვილი, სულთანიშვილი, კილაძე, სამხარაძე (ივანიაძე 65; კაკიაშვილი; თ. გაფრინდაშვილი (გაბრიჩიძე 84), ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი, გ. გაფრინდაშვილი; სპადერაშვილი (პაპავა 61)

მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

„სიონი“ (4-2-3-1): ზარქუა; მინდორაშვილი, ხეცურიანი, გურეშიძე, გიორბელიძე; დათუნაიშვილი, ხმალაძე; ლეჟავა (ისიანი 7), კოშკაძე (ქიქავა 90), კირკიტაძე; მახარობლიძე (უგულავა 88)

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

გოლი: 0:1 ისიანი (64)

გაფრთხილება: კაკიაშვილი (76) - მახარობლიძე (19), ხმალაძე (68), ისიანი (78), გურეშიძე (83), დათუნაიშვილი (90)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

0.132683