ჩოგბურთი

17:20 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წყვილთა ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებას გამოეთიშა, ამდენად, ბრძოლას მხოლოდ ერთეულებში აგრძელებს.

დღეს, მარიამი და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა ინდონეზიელ გუმულიასა და მონტენეგრელ ვესელინოვიჩს გაეჯიბრებნენ და მეოთხედფინალური შეხვედრა 5:7, 5:7 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში ბოლქვაძემ მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას 6:1, 6:7 (2:7), 6:4 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-4 რეიტინგის მქონე ლატვიელ დიანა მარცინკევიჩასთან ჭიდილი ელის.

0.12234