ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლივერპულმა“ შინ „ნაპოლი" 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში „ლივერპულის“ ორმა მცველმა ტრავმა მიიღო. ჟოელ მატიპს მხრის ტრავმა აწუხებს, ხოლო ალექსანდრ-არნოლს ფეხის ტრავმა. დიდი ალბათობით, დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ჯეიმს მილნერს კუნთი გაეჭიმა, რის გამოც შესაცვლელი გახდა.