საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა ტრავმა მიიღო. თადი ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში დაშავდა, როდესაც მისი “იბეროსტარ ტენერიფე” გერმანულ “ტელეკომ ბასკეტს” ესტუმრა.
ბონში გამართულ შეხვედრაში მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, 03:38 წუთის თავზე მარცხენა ფეხზე ოთხთავა კუნთი დაიზიანა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. თუ რამდენად სერიოზულია საქართველოს ნაკრების უკანახაზელის ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევვა.
უშუალოდ თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ესპანურმა გუნდმა მხოლოდ ოვერტაიმში იმარჯვა – 99:92. ტენერიფელთაგან 10-ქულიან ზღვარს სებასტიან საიზმა (19), ტიმ აბრომაიტისმა (16), კოლტონ აივერსონმა (15), ხავიერ ბეირანმა (15) და ფერან ბასასმა (10) უწიეს.
“იბეროსტარ ტენერიფეს” 8 მატჩში 7 მოგება მოუგროვდა და B ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 18 დეკემბერს, შინ, ფრანგულ “ნანტერთან” გამართავს.