ფეხბურთი

9:03 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ვამაყობ „ლივერპულის“ თამაშით“

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღფრთოვანებულია საკუთარი გუნდის თამაშით.

„ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. ადრენალინი სისხლში უმაღლეს დონემდეა მისული. შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. ბიჭებმა სულით და გულით ითამაშეს. ჩვენ დაცვისა და პრესინგის ერთ-ერთი საუკეთსო მაგალითი ვუჩვენეთ, რაც ოდესმე მინახავს.

ყველაზე რთული მომენტი გატანილი გოლის შემდეგ დაგვიდგა. თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა. სალაჰმა დიდებული გოლი გაიტანა, ალისონმა კი საოცარი ბურთი მოიგერია ბოლოს. სიტყვები არ მყოფნის. ვამაყობ „ლივერპულის“ თამაშით.

ალისონმა მართლაც ჩინებულად ითმაშა, თუმცა მას ჯერ კიდევ სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა. მადლობა „ენფილდს“ არაჩვეულებრივი გულშემატკივრობისთვის. - უთხრა კლოპმა უეფას ოფიციალურ გვერდს.

შეგახსენებთ, რომ ლიგის C ჯგუფში, პირველ ადგილზე, 11 ქულით „პარი სენ-ჟერმენი“ გავიდა,

9-9 ქულა მოაგროვეს „ლივერპულმა“ და „ნაპოლიმ,“ თუმცა შემდგომ ეტაპზე უკეთესი მაჩვენებლების წყალობით ინგლისელები გავიდნენ. ბოლო ადგილზე „ცრვენა ზვეზდა“ დარჩა 4 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113699