ფეხბურთი

1:24 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურემ "ოლიმპიაკოსი" დატოვა

ვეტერანმა კოტ დივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დატოვა. ამის შესახებ ბერძნული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და აფრიკელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

35 წლის ტურე „ოლიმპიაკოსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 5 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.115334