კალათბურთი

0:10 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა გიგიბერია: "ზაზას აკადემიაში განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი“"

საბა გიგიბერიას სპორტული ცხოვრება რაგბის თამაშით დაიწყო. თუმცა, რაგბისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემებით ნაკლებად გამოირჩეოდა. საკუთარ ასაკთან შედარებით ყოველთვის ძალიან მაღალი და გამხდარი იყო. მომავალი კალათბურთელის ბაბუა კი ყველანაირად ცდილობდა საბას რაგბისთის თავი დაენებებინა და კალათბურთის თამაში დაეწყო.

12 წლის ასაკში საბა საკალათბურთო გუნდ „ჰიუნდაიში“ მიდის. იმ დღიდან მოყოლებული მისი კალათბურთის გარეშე წარმოდგენა რთულია. „ჰიუნდაის“ შემდეგ იყო „ბასკონია“. ნიჭიერი საბა ფედერაციის წყალობით ესპანეთში მიემგზავრება და კალათბურთის თამაშს „ბასკონიის“ სახელით განაგრძობს. ესპანეთში 2 წელი ითმაშა. 2018 წელს კი, კვლავ საქართველოში ბრუნდება.

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში პირველად საქართველოს U18 -ების ნაკრებთან ერთად მივიდა. აკადემიის გარემო მაშინვე მოეწონა და ვარჯიშის დაწყება გადაწყვიტა. მთელი ზაფხული აკადემიის დარბაზში გაატარა და ზაზა ფაჩულიასთან, გიორგი შერმადინთან და სანდრო მამუკელაშვილთან ერთად ვარჯიშობდა.

საბა გიგიბერია: "ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია არის ადგილი, სადაც ყველა მაგობრულადაა განწყობილი. მართალია აკადემიაში დიდი დრო არ გამიტარებია, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ კალათბურთელის განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი".

დღეს საბა აშშ-ში, ქალაქ ლას-ვეგასში იმყოფება. სწავლასა და საკალათბურთო კარიერას სრული დაფინანასებით ნევადის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში Findlay Prep High School-ში განაგრძობს.

"Findlay Prep High Schooll-ში კალათბურთის თამაშის გაგრძელება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრებს გარეთ თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს აშშ-ში კალათბურთის თამაში სხვა განზომილებაა. რომ არა ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, ჩემს კარიერულ წინსვლაში მსგავსი გარდატეხა არ იქნებოდა, ამიტომ, მათ განასაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139993