ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა დუბაიში მიმდინარე 100-ათასიან ტურნირს მალევე გამოეთიშა.
კალაშნიკოვა და გერმანელი მონა ბარტელი შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებნენ, თუმცა, პირველივე წრეში უნგრულ-შვედურ წყვილთან (იანი-ლისტერი) 3:6, 6:4, 5:10 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ოქსანამ ძალები ერთეულთა ბადის კვალიფიკაციაშიც სცადა, სადაც ჩეხ რენატა ვორაცოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა.