ძიუდო

15:17 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

7 ქართველი ძიუდოისტი ჩინეთის მასტერსზე

15-16 დეკემბერს ჩინეთის ქალაქი გუანჟოუ წლის დასკვნით ტურნირს – მასტერსს უმასპინძლებს, რომელზეც ტრადიციულად მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები იკრიბებიან.

ამჯერად, შეჯიბრში მონაწილეობას 53 ქვეყნის წარმომადგენელი 234 სპორტსმენი (119 კაცი+115 ქალი) მიიღებს, რომელთა შორის 7 ქართველია. ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ:
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).
მასტერსის რეგლამენტის თანახმად, 15 დეკემბერს მედლები ვაჟთა 60, 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 16-ში კი – 81, 90, 100 და +100 კგ-ში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება, ფინალები კი 13:00 საათიდანაა დაგეგმილი.
საინტერესოა ისიც, რომ ტურნირის ოფიციალურ პოსტერზე ხუთ ძიუდოისტს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები – გურამ თუშიშვილი და ესპანეთის სახელითჱმოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილიც იმყოფებიან.

0.113455