კალათბურთი

14:14 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის დაფარება საუკეთესოა (+VIDEO)

ადრიატიკის ლიგამ გოგა ბითაძის ბლოკ-შოტი მე-10 ტურის საუკეთესო მომენტად აღიარა. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ბითაძის “მეგა ბემაქსმა” მონტენეგროში “ბუდუჩნოსტთან” 85:91 წააგო, ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა კი 4 დაფარება მიითვალა.

ლიგაში საუკეთესო ის ეპიზოდი შეარჩიეს, როდესაც ბითაძემ ჰაერიდან მასპინძელთა მძიმე ფორვარდი ფილიპ ბაროვიჩი “ჩამოხსნა”. ამ მომენტის ამსახველი ვიდეოს ხილვა ამავე სტატიაში შეგიძლიათ.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გოგა პოდგორიცაში გამართულ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:41 წუთი გაატარა. მან 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკ-შოტი წაამატა.

ქართველი ლეგიონერის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედეგად, მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული სწორედ ჩვენებურს ერგო.

“მეგა ბემაქსს” 7 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130555