სხვა

14:37 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის შეფასებით, ელექტრონული სპორტის ოლიმპიურ სპორტად გარდაქმნა ნაადრევია

იმედი, რომ ახლო მომავალში ელექტრონული სპორტი (კომპიუტერული თამაშები) ოლიმპიურ სპორტად გარდაიქმნებოდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებამ გააქარწყლა. IOC-ის შეფასებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ლოზანაში გამართულ მე-7 ოლიმპიურ სამიტზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კიბერსპორტის მომავალი განიხილეს, ითქვა:

„ოლიმპიური მოძრაობა ვერ უარყოფს ახალგაზრდებში კიბერსპორტის პოპულარობას. ტრადიციული სპორტის სახეობები ფიზიკური აქტიურობით გამოირჩევა, ამიტომაც ტერმინი სპორტის გამოყენება ელექტრონულ თამაშებთან მიმართებაში შემდგომ შესწავლასა და დიალოგს საჭიროებს, თუმცა რიგი თამაშები შეუთავსებელია ოლიმპიურ ღირებულებებთან".

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116681