ფეხბურთი

13:23 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადურისმა მესისა და რამოსის რეკორდი გაიმეორა

ბილბაოს „ატლეტიკის“ შემტევმა, არიც ადურისმა ესპანური პრიმერას მე-15 ტურში, წუხელ „ჟირონას“ 92-ე წუთზე გაუტანა პენალტი და ბასკებს 1:0 მოაგებინა.

ეს გოლი პირველი გამოდგა 37 წლის თავდამსხმელისთვის წლევანდელ სეზონში. პირველი, მაგრამ სარეკორდო. ამრიგად, ის მესამე ფეხბურთელი გახდა პრიმერას ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 14 სეზონის განმავლობში შეძლო გატანა. მანამდე ეს მიღწევა ლიონელ მესის და სერხიო რამოსს ეკუთვნოდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117459