კალათბურთი

12:23 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 6 ქულა და მარცხი ფილადელფიაში

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" გასვლაზე "ფილადელფიასთან" (116:102) დამარცხდა.

ზაზამ პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც მშვენივრად გაისარჯა და გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, "ფილადელფიამ" შეხვედრის სტარტზვე უპირატესობა მოპოვება. "დეტროიტმა" ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხა, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

"დეტროიტში" 28 ქულით კენარდი გამოირჩა, "ფიალდეფიაში" 24 ქულა ემბიდის ჰქონდა.

მიჩიგანელებმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო, მიუხედავად ამისა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდებიან, მატჩი 13 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118335