იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ბოლო ტურის, „ლივერპულთან“ მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდის საქმე ჩინებულადაა და წარმატებისთვის მხოლოდ ბოლო ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი.
„ჯერჯერობით კარგად მივდივართ. მეტოქესთან შედარებით მცირე უპირატესობა გვაქვს. ასე ვთქვათ, ტორტი უკვე მზადაა, დარჩა ალუბლის მარცვლის დამატება. ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენთვის. ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ჯგუფიდან გასასვლელად. „ენფილდზე“ დაცვაში ჩასადგომად არ ჩამოვსულვართ. შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.“ - ციტირებს იტალიელ სპეციალისტს FourFourTwo.
შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 9 ქულით C ჯგუფის ლიდერია, ექვსქულიანი „ლივერპული“ კი მესამე ადგილზეა.
„ენფილდზე“ მატჩი, დღეს, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.