ფეხბურთი

4:07 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ომი "ენფილდზე"

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სანახევროდ დასრულდება. კერძოდ, ოთხ ქვეჯგუფში და მერვედფინალისტებიც თითქმის სრულად გვეცოდინება. განსაკუთებულ ინტერესს 4 თამაში იწვევს, ოთხი კი, პრაქტიკულად უინტრიგო მატჩი გველოდება.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ორ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია. A ჯგუფში მხოლოდ და მხოლოდ ის ინტრიგაა, თუ ვინ გავა პირველ ადგილზე. „ატლეტიკო“ „დორტმუნდს“ ორი ქულით უსწრებს და დღეს ბელგიაში „ბრიუგეს“ ესტუმრება, რომელსაც თავის მხრივ ევროპა ლიგის საგზური ჯიბეში აქვს. ბოლო ადგილოსანი „მონაკო“ კი, „დორტმუნდის“ მასპინძელი იქნება.

D ჯგუფში პირველ-მეორე ადგილების ბედი გარკვეულია. უცნობია ევროპა ლიგის საგზურის მფლობელი. „გალათასარაი“ გაცილებით ახლოსაა მიზანთან, ხოლო სოლომონ კვირკველიას „ლოკომოტივს“ მიზერული შანსი აქვს. „რკინიგზელები“ გელზენკირხენში „შალკეს“ ესტუმრებიან და ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გაცილებით დიდი ინტერესია B ჯგუფის მიმართ. „ბარსელონას“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს და დღეს, „ტოტენჰემს“ ხვდება „კამპ ნოუზე“. ლონდონელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში აუცილებლად გავლენ (არის სხვა ვარიანტებიც). „ბარსას“ კი მილანის „ინტერი“ უქომაგებს, რომელიც მერვედფინალში იმ შემთხვევაში გავა, თუ კატალონელები ინგლისელებთან შინ არ წააგებენ და თვითონაც პსვ ეინდჰოვენს დაამარცხებს (შესაძლოა ფრეც საკმარისი გამოდგეს). ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ მოედანზე გადახალისებულ შემადგენლობას გაიყვანს, მაგრამ „ინტერი“ იქვე დაამშვიდა, მაინც მოსაგებად ვითამაშებთ, რადგან ეს ჩემპიონა ლიგააო. ვნახოთ, ფაქტი ერთია: „ტოტენჰემსა“ და „ინტერს“ ორივეს 7-7 ქულა აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობას „მამლები“ ფლობენ. მოკლედ, ყველაფერი ლონდონელთა ხელშია - თუ „კამპ ნოუზე“ მოიგებენ, პარალელურ შეხვედრას აზრი დაეკარგება.

და ბოლოს, ყველაზე დაძაბული და დამაინტრიგებელი ვითარება C ჯგუფშია. „ნაპოლი“ ლიდერია 9 ქულით, მაგრამ თუ წააგებს დიდი ალბათობით ჯგუფში ჩარჩება. ნეაპოლიტანელები „ენფილდ როუდზე“ ჩადიან და ბუნებრივია იქ თამაში ადვილი არავისთვისაა. კარლო ანჩელოტის განცხადებით, მის გუნდს „ენფილდის“ არ ეშინია და არც ავტობუსის დაყენებას აპირებს კარის წინ. „ლივერპულს“ კი აუცილებლად მოსაგები აქვს. სხვა გზა იურგენ კლოპის გუნდს მოჭრილი აქვს და თუ ვერ მოიგებს, ტურნირი შარშანდელი ფინალისტისა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის გარეშე გაგრძელდება. ისე, ვთქვათ, რომ 2:1, 3:2 და უფრო მაღალშედეგიანი ერთბურთიანი სხვაობით წაგება „ნაპოლის“ მაინც გაიყვანს პლეი-ოფში. ასე, რომ ინგლისელებმა გოლის არგაშვებასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.

პარალელურად, პსჟ ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება და სხვათა შორის, გარანტირებული არაფერი აქვს. ტომას ტუხელის ბიჭებს 8 ქულა აქვთ და თუ მოიგებენ, აუცილებლად გავლენ პლეი-ოფში. რა თქმა უნდა, პარიზელები აშკარა ფავორიტები არიან, მაგრამ „მარაკანაზე“ (რაიკო მიტიჩზე) თამაში ადვილი რომ არავისთვისაა, უკვე დამტკიცდა. აქ ხომ „ნაპოლიმ“ ვერ მოიგო და „ლივერპული“ საერთოდ დამარცხდა. მოკლედ, „პარი სენ ჟერმენს“ სიფრთხილე მართებს, რომ აუტკივარი თავი არ აიტკიოს...

A ჯგუფი

„ბრიუგე“ – „ატლეტიკო“

„ბრიუგე“ (3-5-2): ჰორვატი; დენსვილი, მეჩელე, პულაინი; ამრაბატი, ნაკამბა, ვორმერი, რიცი, ვანაკენი; ვესლი, შრივერსი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, საულ ნიგეზი, რიდრიგო, ლემარი; გრიზმანი, კალინიჩი

„მონაკო“ – „დორტმუნდი“

„მონაკო“ (4-5-1): ბენალიო; რაჯი, ბადიაშილე, გლიკი, ჰენრიხსი; გოლოვინი, ბენასერი, დიოპი, ტილემანსი, შადლი; ფალკაო

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, აკანჯი, დიალო, შმელცერი; ვაიგლი, დაუდი; პულიშიჩი, გიოტცე, გუერეირო; ფილიპი

B ჯგუფი

„ბარსელონა“ – „ტოტენჰემი“

„ბარსელონა“ (4-4-2): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ვერმაელენი, ალბა; დენის სუარესი, არტური, ბუსკეტსი, კოუტინიო; მუნირი, მესი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; უოლკერ-პეტერსი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი; სისოკო, დაიერი; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი

„ინტერი“ - პსვ ეინდჰოვენი

„ინტერი“ (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ვრალსკო, დე ვრეი, შკრინიარი, დ’ამბროზიო; ასამოა, ბროჟოვიჩი, ბორხა ვალერო; პოლიტანო, იკარდი, პერიშიჩი

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; დუმფრისი, ვიერგვერი, შვააბი, ანჯელინო; ჰენდრიქსი, პერეირო, როსარიო; ბერგვინი, დე იონგი, ლოსანო

C ჯგუფი

„ცრვენა ზვეზდა“ – პსჟ

„ცრვენა ზვეზდა“ (4-5-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, როდიჩი, ბაბიჩი, დეგენეკი; იოვანოვიჩი, იოვიჩიჩი, სრნიჩი, მარინი, ბენი; ბოაჩი

პსჟ (3-4-3): ბუფონი; ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კიმპემბე; ბერნატი, დრაქსლერი, ვერატი, დი მარია; მბაპე, კავანი, ნეიმარი

„ლივერპული“ – „ნაპოლი“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კეიტა; სალაჰი, ფირმინო, მანე

„ნაპოლი“ (4-4-2): ოსპინა; მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი; ინსინიე, მარტენსი

D ჯგუფი

„შალკე“ – „ლოკომოტივი“

„შალკე“ (3-5-2): ფარმანი; სტამბული, ნალდო, მენდილი; მაკკენი, რუდი, კალიჯური, შოპფი, ჰარიტი; ტუხერტი, კონოპლიანკა

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, კვირკველია, ჰიოვედესი, რიბუსი; დენისოვი, კრიხოვიაკი, ფერნანდესი, ანტონ მირანჩუკი, ალექსეი მირანჩუკი; ფარფანი

„გალათასარაი“ – „პორტუ“

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; ლინესი, მაიკონი, კაბაკი, ნაგატომო; დონკი, ფერნანდო, ნდიაე; ონიეკურუ, დერდიოკი, როდრიგესი

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, დიოგო ლეიტე, ალექს ტელეში; ერერა, დანილო, ოლივერი; ბრაჰიმი, ადრიან ლოპესი, მარეგა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130231