ფეხბურთი

21:42 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კომანი: "კიდევ ერთ ოპერაციას ვერ გავუძლებ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი იმედოვნებს, რომ უიღბლობის პერიოდი უკან მოიტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ კარიერის დასრულება მოუწიოს.

მიზეზი, კოჭის ქრონიკული ტრავმაა:

„ეს ძალიან რთული წელი იყო. მესამე ოპერაციის გაკეთებას არ დავთანხმდები, რადგან ამას ვერ გავუძლებ. კიდევ ერთი დაზინება იმის ნიშანი იქნება, რომ ჩემი ფეხი მზად არაა ამ ცხოვრებისთვის“, - თქვა კომანმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ფრანგმა 2018 წელს კოჭის პრობლემის გამო ოპერაცია ორჯერ გაუკეთდა და ლაზარეთში ხანგრძლივი პერიოდი გაატარა. კომანი მოედანს ცოტა ხნის წინ ბრემენის „ვერდერთან“ მატჩში დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108528