ფეხბურთი

21:12 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "არ გამოვრიცხავ კარიერა ზაფხულში დავასრულო"

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ბაიერნს“ 2019 წლის ზაფხულში დატოვებს, არ იცის, გააგრძელებს თუ არა ფეხბურთის თამაშს.

„შეიძლება კარიერა დავასრულო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. „ბაიერნთან“ დამშვიდობება ადვილი არ ყოფილა, ეს მძიმე ნაბიჯი იყო, რადგან არაა ის საკითხი, რომლის გადაწყვეტა ერთ დღეშია შესაძლებელი. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ახლა ბედნიერი ვარ, რადგან წასვლისთვის შესაფერისი დროა.

მომავალი? თუ ისეთ წინადადებას მივიღებ, რომელიც 100%-ით დამარწმუნებს, რომ კარგია, მაშინ კარიერას გავაგრძელებ. მაგრამ, თუ ასეთი შემოთავაზება არ მექნება, კარიერის დასრულებას გადავწყვეტ“, - უთხრა ჰოლანდიელმა Kikcer-ს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ერთი კვირის ოფიციალური განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ რობენი კლუბს დატოვებს. აქვე გეტყვით, რომ არიენ რობენი „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში 19 ტიტული მოიგო, 305 თამაში ჩაატარა, 143 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.109759